როგორც ზამბახი ნაზი მაისის…

მე მენატრება შენთან დაისი …

მედიცინა May 29, 2011

<<<<<<<<<<<სტრესი-თმის ცვენის მიზეზი ქალებში>>>>>>>>>>>>>>>>

ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თუ ქალი ხშირად იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ამან შესაძლოა თმის ცვენის საფრთხე შეუქმნას მას. ამის შესახებ იტყობინებიან ბრიტანელი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ინგლისელი ქალები ხშირად არიან სტრესულ მდგომარეობაში, რაც უარყოფითად აისახება მათი თმების სილამაზეზე.
გარდა ამ უარყოფითი გავლენისა, სტრესი ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქალის სახის კანის მდგომარეობაზე. ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2 000-ზე მეტი ბრიტანელი ქალი, ყოველი ხუთი ქალიდან ერთი უჩივის თმის ცვენას, მაშინ როცა ქალების 1/3-ზე მეტში ადგილი აქვს გამონაყარს სახეზე.
კვლევა, რომელიც მიეძღვნა ქალის სილამაზესა და ჯანმრთელობას, ჩატარდა კოსმეტიკური საშუალებებისა და პრეპარატების მწარმოებელი ფირმა – Vitabiotics-ის მიერ. კვლევაში მონაწილე ქალების 48% თვლის, რომ კანისა და თმის ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეულია არასწორი კვებით, ხოლო 27% მიიჩნევს, რომ ამის მიზეზს მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა წარმოადგენს.
ამ ყოველივეს მიღმა, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქალებს არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია, რაც სპეციალიზირებული სახელმძღვანელოების არარსებობით არის გამოწვეული, რომლებიც თმისა და კანის ჯანმრთელობის საკითხებზე იქნება შემუშავებული. ქალების უმრავლესობამ არ იცის, თუ როგორ უნდა მოუაროს თმას და სახის კანს. ამავე დროს, ბევრმა არც ის იცის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კოსმეტიკური პრობლემების გაჩენაში დიდი როლი ენიჭება ქალის სულიერ მდგომარეობას, აღნიშნავენ სპეციალისტები.

<<<<<<<<<<<მარწყვი–გემრიელი მკურნალი>>>>>>>>>>>>>>>>>

გემო და არომატი მარწყვის ერთადერთი ღირსება არ არის. მარწყვი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი ჭაა. მისი მთავარი სიმდიდრეა ს ვიტამინი, რომელიც ნაოჭებისა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ცნობილი საშუალებაა. მასში საკმაოდ ბევრია ი ჯგუფის ვიტამინები, რომელიც განწყობას ამაღლებს და დეპრესიისგან იცავს. მარწყვის ღირსებად ითვლება ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლია. სასარგებლოა მარწყვის ფოთლებიც. მასში ს ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე თავად ნაყოფში, ხოლო მინერალების მარაგი, რომელშიც შედის რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებას ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადგამაძლიერებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი – ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების დაკრეფა უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში. ამ დროს ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს. ფოთლებს ბნელ ადგილას აშრობენ.

თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მარწყვი ხშირად გვხვდება ხალხური მედიცინის რეცეპტებში. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.

თუ ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. 50 გრამ კენკრას 200 მლ ადუღებული წყალი დაასხით, 2 საათი გააჩერეთ და შემდეგ გაწურეთ. დღეში 3–4–ჯერ 50 მლ დალიეთ.

წვენი და კენკრის პიურე საჭმლის მონელების დარღვევისა და კოლიტის საწინააღმდეგო კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა. თუ პროფილაქტიკა არ დაგეხმარათ, მაშინ დამატებით მარწყვის ფოთლები და ფესვები გამოიყენეთ. 1 სუფრის კოვზ ფოთლებს ან ფესვებს 2 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, აადუღეთ, გაწურეთ და ნახევარი ჭიქა დღეში 2–ჯერ ჭამის შემდეგ მიიღეთ.

თავის ტკივილის დროს რამდენიმე ცალი კენკრა ჭამეთ. ტკივილი გაივლის.

უზმოზე 4–6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ეხმარება.

გამხმარ მარწყვს ადუღებულ წყალს ასხამენ და გაციების დროს სვამენ, ხოლო ფოთლების ნაყენს ანგინის დროს ყელში ივლებენ.

მარწყვის ფოთლების ჩაი ცნობილია, როგორც სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამწყნარებელი საშუალება. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთისა და ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. ჩაის მომზადების წესი: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ერთი მეოთხედი ადუღებული წყალი დაასხით, 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ.

ქორფა მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. სახეზე მარწყვის წვენი წაისვით და 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი რეკომენდებულია კვირაში 2–ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

შენიშვნა: თუ ალერგიული ხართ, მარწყვთან ფრთხილად იყავით. შეიძლება ძლიერი ალერგენი აღმოჩნდეს. რისკის შესამცირებლად მარწყვს რძე, კეფირი ან ნაღები დააყოლეთ. რძის პროდუქტები ალერგენების მოქმედებას ანეიტრალებს.


******* გადახედე შენს რაციონს**********



თუ ხშირად ამბობთ უარს საუზმეზე, თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები – კეფირი, იოგურტი, რძიანი ფაფა და ასე შემდეგ. კალციუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ოსტეოქონდროზის რისკს. თუ დილით არ შეგიძლიათ, ისაუზმოთ, მაშინ რძის პროდუქტი დღისით მიირთვით, მაგალითად, სადილზე. თუ რძის პროდუქტს საერთოდ ვერ იტანთ, მაშინ მიიღეთ კალციგლუკონატი ან ვიტამინების კომპლექსი კალციუმის მაღალი შემცველობით.

თუ დიეტური დანამატების, მადის დამაოკებელი აბების, გასახდომი კოქტეილების მომხმარებელი ხართ, მაშინ გაკლიათ ფიტოელემენტები, რომლებსაც ბევრი ნატურალური პროდუქტი შეიცავს. ამ ნივთიერებებისთვის არ არსებობს რაიმე განსაზღვრული ნორმა. ისინი კიბოს გაჩენისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებენ. რაც შეიძლება ბევრი ჭამეთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი. ანანასის შემადგენლობაში არსებული ბრომელაინი უჯრედებში ენერგეტიკულ პროცესებს ააქტიურებს. ყურძენს კი, გულის მუშაობის სტიმულირება შეუძლია.

თუ ბევრს ეწევით, თქვენს ორგანიზმს აკლია ვიტამინი C. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ხშირად გაციებას, გადაღლას, ღრძილების დაავადებას, უძილობას. ხშირად სვით ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, მიირთვით მჟავე კომბოსტო და ტკბილი წიწაკა. ზოგადად, C ვიტამინი თითქმის ყველა სახის ბოსტნეულსა და ხილშია.

თუ ვეგეტარიანელი ხართ, თქვენს ორგანიზმს აკლია რკინა და B ჯგუფის ვიტამინები. ორგანიზმი მცენარეული საკვებიდან რკინას ცუდად ითვისებს, რკინის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია და საერთო სისუსტე. ხოლო B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ კი – ნერვული სისტემის მოშლა. მცენარეულ საკვებში შემავალი რკინა C ვიტამინთან ერთად უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ. B ჯგუფის ვიტამინების აღსადგენად კი რაციონში ჩართეთ მეტი პარკოსნები და მიიღეთ პოლივიტამინები.

- – — – – – – – – – – – – –  – – — – –  — – – – – – – – – —  – — – — – -

*********იწვევს თუ არა მლაშე  საკვები  სახსრებში მარილების დაგროვეს*************

ბა

ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული, ანუ გადაგვარებითი დაავადების, ართროზის დროს. ეს დაავადება მეტად გავრცელებულია მოხუცებულებში, მაგრამ ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც.

ართროზი ხშირად უვითარდება მათ, ვისაც აქვს ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა, სიმსუქნე და ასე შემდეგ. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში. ასევე გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.

ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილს, ასევე, სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენა. ხშირად, ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც.

დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ეს ცვლილება. თუ ცვლილებები ხერხემალშია, მაგალითად ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი კისერში, ზურგში, წელში, გულმკერდის არეში, არ არის გამორიცხული თავის ტკივილმაც შეაწუხოს.

სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების ტკივილს. შორს წასულ შემთხვევებში ხდება სახსრების დეფორმაცია.

განსაკუთრებით ცუდად გრძნობს ადამიანი თავს ცივ და ნესტიან ამინდში და გარემოში. ტკივილი ძლიერდება მუშაობის, სიარულის, დაღლის დროს.

ამ დაავადების განვითარების და მისი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობის აქტიურობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს, ოღონდ ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს.

იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი, ან სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა დაგინიშნოთ. ის ადამიანი, ვისაც ართროზი აღმოაჩნდა, ბევრს უნდა მოძრაობდეს და დადიოდეს ფეხით. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და ასევე, აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას.

ამ დროს, ადამიანის კვება ჩვეულებრივი უნდა იყოს. საჭირო არ არის განსაკუთრებული დიეტის დაცვა. მათ კი, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო სიმსუქნე აწუხებს, უნდა შეზღუდოს პური, ცომეული, ტკბილეული და ცხიმები. ამბობენ, თითქოს მლაშე საკვები აძლიერებს ქსოვილებში მარილების დაგროვებას. ეს არ არის სწორი მოსაზრება, რადგან სუფრის მარილი ნატრიუმ-ქლორია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები, კერძოდ კი, კალციუმი და ფოსფორი გროვდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.

- – – – – — – –  – – — – — – – – – – — – —  — – – – – – – —  —- – – – –  – — — — – – —  -

*****************როგორ ვუმკურნალოთ ქოლიცისტიტის ბლოკის,ჭარხლის თაფლის და არყის ნაზავით***********

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. მის განვითარებაში ორი ფაქტორი მონაწილეობს, კერძოდ, ბაქტერიული ინფექცია, რომელიც სხვადასხვა გზით ხვდება – ნაღვლის სადინარიდან, სისხლიდან და ლიმფიდან ნაღვლის ბუშტში, იქ იბუდებს და იწვევს დაავადებას, და მეორე, ნაღვლის შეგუბება – ნაღველი ნაღვლის ბუშტში გამომუშავდება, იქიდან კი სადინარით გადაისროლება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში. თუ ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების თანდაყოლილი დეფექტი, სადინარების დისკინეზური ცვლილებები, მუცლის ღრუს სხვა ორგანოს სიმსივნე, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ამ შემთხვევაში მონელებისთვის აუცილებელი ნაღველი ბუშტში გროვდება.

ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, პარაზიტული დაავადებები, მწვავე პანკრეატიტი, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების დარღვევა, მემკვიდრეობითი ფაქტორებიც იყოს. თუ ნაღვლის ბუშტში კენჭებია, ქოლეცისტიტი მეტად მწვავდება. ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულებით.

გვხვდება მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი. მწვავის განვითარებას და ქრონიკულის გამწვავებას ხელს უწყობს კვების რეჟიმის შეცვლა, ცხარე, ცხიმიანი, შებოლილი საჭმლის ჭამა, ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა, ალკოჰოლის დალევა.

მწვავე ქოლეცისტიტს თან სდევს ძლიერი შეტევითი ტკივილი წელის მარჯვენა მხარეს, მხარში და ბეჭის მიდამოებში. ტკივილს თან ერთვის გულისრევის შეგრძნება, ამ დროს არ არის გამორიცხული ტემპერატურის მომატებაც.

გაცილებით ხშირია ქრონიკული ქოლეცისტიტი და მისი ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა ბოლო წლებში. ის ყრუ ტკივილით და ნაღვლის ბუშტის არეში სიმძიმის შეგრძნებით ვლინდება. ამას თან სდევს პირში მწარე გემო, გულისრევა. პირველ ეტაპზე უნდა დალიოთ სპაზმის მოსახსნელი საშუალება, მაგალითად, „ნო-შპა“ და დაიცვათ მკაცრი დიეტა.

ქოლეცისტიტის დროს ერთი ჩაის ჭიქა ბოლოკისა და წითელი ჭარხლის წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი, დაუმატეთ ჭიქა-ნახევარი არაყი, კარგად აურიეთ და სამი დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ სვით არყის თითო ჭიქა, დღეში 3-ჯერ. ეს ხალხურ მედიცინაში ქოლეცისტიტის განკურნებისთვის უებარი წამალია.

- – – – — – – – – – – – – – – – — – – — – – — – – — – – — – – – – – — – -

**********რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობა და რატო გაიზრდება შიზოფრენით

დაავადებულთა რიცხვი********
შიზოფრენია ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მათგან არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ტემპებით იზრდება. გარდა სოციალური პრობლემისა, შიზოფრენია საკმაოდ დიდ ზარალს აყენებს ქვეყნის ეკონომიკასაც. მისი მკურნალობის საკითხები საკმაოდ სპეციფიკურია და რეგულირდება სხვადასხვა წესდებითა თუ კანონით..

– რა არის შიზოფრენია და როგორ მიმდინარეობს ეს ავადმყოფობა?

– შიზოფრენია ძირითადი ფსიქიატრიული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს აზროვნებისა და აღქმის ძირეული დარღვევები შეუსაბამო ემოციური რეაგირებით ან ემოციური სფეროს გასადავებით. ჩვეულებრივ, პიროვნებას ინტელექტუალური შესაძლებლობები, უნარები და ცნობიერება ფორმალურად შენარჩუნებული აქვს, თუმცა დაავადების მიმდინარეობისას ფსიქიკური დარღვევები უდავოდ შესამჩნევია. აშლილობა ვრცელდება ისეთ ბაზისურ ფუნქციებზე, რომელიც ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ანიჭებს ინდივიდუალობისა და უნიკალურობის განცდას. ხშირად, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ყველაზე საიდუმლო და პირადული აზრები, გრძნობები და ქმედებები მის მიერ შეიგრძნობა როგორც სხვებისთვის ცნობილი, გახსნილი. შიზოფრენიული აშლილობის ჰალუცინაციები ძირითადად სმენითია, რომელიც კომენტარს უკეთებს ინდივიდის ქცევებსა და აზრებს. ფსიქოზის ერთ-ერთი ადრეული გამოვლინებაა დაბნეულობა, რომლის ფონზეც პაციენტი მიდის ისეთ მყარ შეხედულებამდე, რომ თითქოსდა ყოველდღიურ სიტუაციებს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შედეგად აზროვნების პროცესი ირღვევა და ასეთი ადამიანი ხდება აბნეული. მისი მეტყველებაც ძნელად მისახვედრი და გასაგებია.

– როგორ აისახება შიზოფრენიის არსებობა პიროვნებაზე?

– ამ დროს ადამიანის გუნება-განწყობა ხშირად იცვლება, ხასიათის ცვლილებას ახლავს მკვეთრი გამაღიზიანებელი ელფერი. შესაძლოა, დარღვევები განვითარდეს ნებელობითი სფეროს მხრივაც, ინერტულობისა და ნეგატივიზმის სახით. შიზოფრენიული აშლილობა შეიძლება, დაიწყოს მწვავედ, ქცევის მნიშვნელოვანი დარღვევებით, ან შემპარავად – უცნაური და ოდიოზური იდეებისა და ქცევითი აშლილობების თანდათანობითი განვითარებით. მწვავე დასაწყისი გულისხმობს ორი კვირის ან უფრო მცირე დროის განმავლობაში პათოლოგიური კლინიკური სურათის განვითარებას, რაც გულისხმობს ბოდვებს, ჰალუცინაციებსა და აღქმის დარღვევებს. მიუხედავად დაავადების მწვავე დასაწყისისა, სრული გაჯანსაღება შეიძლება, მოხდეს რამდენიმე თვეში, ხშირად რამდენიმე კვირასა და დღეებშიც კი. თუ აშლილობა მყარია და უფრო დიდხანს გრძელდება, მაშინ აუცილებელია დიაგნოზის გადახედვა. აშლილობა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს მწვავე სტრესთან, რომელიც ერთი ან ორი კვირით წინ უსწრებდა ავადმყოფობის დასაწყისს. განვითარების სიმწვავის მიუხედავად, აშლილობების მიმდინარეობა არ არის გარდაუვლად ქრონიკული და დამანგრეველი. ხშირად შესაძლებელია სრული ან თითქმის სრული გამოჯანმრთელების მიღწევა.

– გავრცელებულია თუ არა აღნიშნული დაავადება და რა განაპირობებს შემთხვევების მატებას?

– შიზოფრენია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომლითაც დაავადებულია მთელი მოსახლეობის 1 პროცენტი, ქალებსა და მამაკაცებში სიხშირე თანაბარია. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს დროის მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში და ძირითადად დამოკიდებულია ქვეყნის კულტურულ თავისებურებებსა და სოციალურ ფონზე. შიზოფრენია ყველაზე ძვირად ღირებული ფსიქიკური აშლილობაა, რომელზედაც ამერიკაში ჯანდაცვაზე მთლიანად გაწეული ხარჯების 2,5 პროცენტი მოდის, რაც 1995 წლიდან მოყოლებული, წლიურად შეადგენს 65 მილიარდ ამერიკულ დოლარს. საინტერესო მოვლენაა ის, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა 80 პროცენტის მშობლებში იგივე პათოლოგია არ აღინიშნებოდა, მაგრამ გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობა მაინც უდავოა. მრავალი კვლევა ადასტურებს კავშირს შიზოფრენიასა და სამშობიარო გართულებებს შორის. ძირითადი მიზეზი ნაყოფის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ანუ ჟანგბადის ნაკლებობაა. ასევე დადასტურებულია კავშირი ახალგაზრდა ასაკში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებასა და შიზოფრენიის სიმპტომების გამომჟღავნებას შორის. დაავადების განვითარების რისკფაქტორებია, აგრეთვე – მარტოხელობა, მაღალ ურბანიზებულ გარემოში აღზრდა, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული სიტუაციები, ხნიერი მამის ასაკი. შიზოფრენიული აშლილობებისთვის ზოგადად დამახასიათებელია აღქმისა და აზროვნების სფეროში ფუნდამენტური დარღვევები, აგრეთვე არაადეკვატური და დაჩლუნგებული რეაქცია სხვადასხვა მოვლენაზე. ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები შენარჩუნებულია, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია, თავი იჩინოს გარკვეულმა დარღვევებმა. ხშირად, არასწორადაა დასმული შიზოფრენიის დიაგნოზი, რომელიც არ უნდა ასოცირდებოდეს გამოხატულ დეპრესიასთან, მანიაკალურ სინდრომთან, ასევე ცერებრალურ დამბლასა და წამლით ინტოქსიკაციასთან.
– რას უკავშირდება პრობლემის მკურნალობის რთული მექანიზმი?
– მკურნალობის მედიკამენტური მეთოდი მეტად ეფექტურია, მაგრამ ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს საკითხის ეთიკური მხარე. ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდება იმ მოთხოვნების მიხედვით, რასაც პროფესიონალებს უყენებენ ეთიკური კოდექსის ან პროფესიული სტანდარტებით. ეს შეიძლება, ითვალისწინებდეს საერთაშორისო რეკომენდაციებს, როგორიცაა ჰიპოკრატეს ფიცი ან ჟენევის დეკლარაცია. ამავე დროს ადამიანის უფლებების ევროპის კონვენცია ჩართულია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ნაციონალურ კანონმდებლობაში. მკურნალობის პროცესში ექიმს გააჩნია როგორც იურიდიული, ასევე ეთიკური ვალდებულება, დაიცვას სამედიცინო საიდუმლოება. კონფიდენციალურობას ფსიქიატრიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ექიმის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ხშირად პირადულია და პაციენტისთვის მეტად მტკივნეულ საკითხებს ეხება. ზოგადად, ფსიქიატრი არ უნდოვებდეს ინფორმაციას სხვა პირებისგან პაციენტის თანხმობის გარეშე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო, არ შესწევს უნარი მიაწოდოს ინფორმაცია, ამ ინფორმაციას კი დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების შეფასებისა და მენეჯმენტისთვის. ამ დროს ექიმი მაქსიმალურად უნდა მოქმედებდეს პაციენტის ინტერესების დაცვით და ეცადოს, ინფორმაციის მიღებას პაციენტის უახლოესი გარემოცვისგან. იგივე პრინციპი მოქმედებს, როდესაც ექიმი ინფორმაციას გასცემს მესამე პირზე პაციენტის შესახებ, რომელსაც არ აქვს თანხმობის მიცემის უნარი. ბავშვებისთვის ზოგადი ეთიკური პრინციპებისა და კანონმდებლობის გამოყენება მოითხოვს ბალანსის დაცვას – მის ავტონომიურობას მშობლების უფლებასა და სახელმწიფოს მიერ ბავშვის დაცვის მოვალეობას შორის. ზოგადად, ბავშვის ინტერესებს უპირატესობა ენიჭება მათი მშობლების ინტერესებთან შედარებით. ეს პრინციპი აშკარაა ბავშვზე ძალადობის დროს, სხვა შემთხვევაში კი, გადაწყვეტილების მიღება უფრო გაძნელებულია.
- – – – – – – – – –  — – – – – – – – – – – – –

******რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა ხველამ და როგორ ამოვიცნოტ ეს ავადმყოფი*******

ქრონიკული ხველა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მწვავე პრობლემაა, რომლის არსებობასაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. ხველა ადამიანის ორგანიზმის ნორმალური, დაცვითი პროცესია და მისი გახშირება ხშირად ყურადღების გარეშე რჩება, ან შესაბამისი მნიშვნელობა არ ენიჭება. ალბათ ამიტომ, პროცესი მწვავე მდგომარეობიდან გადადის ნაკლებად შემაწუხებელ ქრონიკულ მდგომარეობაში და შედეგად, ვიღებთ ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ დარღვევას. ქრონიკული ხველა თავის მხრივ, იწვევს უარყოფით ფიზიოლოგიურ პროცესებს და დასაბამი ეძლევა სხვა ავადმყოფობებს. ამიტომ, საჭირო ხდება გარკვეული ინფორმაციის მიღება აღნიშნულ პათოლოგიაზე.
– რა შემთხვევაში მიენიჭება ხველის პროცესს ქრონიკულის სტატუსი და რა იწვევს მას?
– ქრონიკულად მიჩნეულია ხველა, რომელიც გრძელდება 8 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში. ბავშვებში ქრონიკულად მიიჩნევა ხველა, რომელიც აღინიშნება ყოველდღიურად 4 კვირაზე მეტხანს. პაციენტთა უმრავლესობისთვის, ქრონიკული ხველა ხშირ შემთხვევაში ორგანიზმის დამასუსტებელი სიმპტომია. კლინიცისტების მიერ ქრონიკული ხველა განიხილება, როგორც დაუმორჩილებელი და ძნელად სამართავი პრობლემა. წარმატებული მკურნალობის საწინდარია ქრონიკული ხველის გამომწვევი დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და შესაბამისად, ხველის მიზეზის მკურნალობა. ჭეშმარიტი, უმიზეზო ხველა ძალზე იშვიათია და ძირითადად შეცდომით დიაგნოსტირდება. ხშირად დაავადების არასწორი დიაგნოზის მიზეზი ხველის პროვოცირებაა საჰაერო გზების გარე გამღიზიანებლით. პაციენტთა 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში ქრონიკული ხველის სამი ძირითადი მიზეზია – ასთმა, გასტროეზოფაგური რეფლექსი და რინიტი. პაციენტებში ქრონიკული ხველით ხშირად არ ხდება დაავადების გამომწვევი მიზეზის სრული შეფასება. პრობლემას ართულებს ასევე ქრონიკული ხველის ატიპურობა.
– როგორია სტატისტიკური მონაცემები პათოლოგიური ხველის შესახებ?
– მწვავე ხველა ექიმთან კონსულტაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტში, ავადობის ძირითადი მიზეზი სწორედ ქრონიკული ხველაა. ევროპის რესპირაციული საზოგადოების მხარდაჭერით და მეთვალყურეობით 18 ათასი სუბიექტის გამოკვლევამ, მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 30 პროცენტში დაადგინა ღამის ხველა, მათ შორის ნახველი აღენიშნა 10 პროცენტს. სიგარეტის მოწევა აძლიერებს პროდუქტიულ ხველას. მიუხედავად ამისა, მწეველები ხველის გამო ძალზე იშვიათად მიმართავენ სამედიცინო პერსონალს რჩევისთვის. ძირითადად, ხველის მიზეზით ექიმს ქალები აკითხავენ. გაღიზიანებაზე ხველითი პასუხით ქალები მაღალ შინაგან მგრძნობელობას ავლენენ. სქესის ხველასთან  ასეთი კავშირის მიზეზი უცნობია.
– რა ხასიათს ატარებს პრობლემა ბავშვებში და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
– მორეციდივე ხველა ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. ხველა უმეტესად ვირუსულ ინფექციასთან არის დაკავშირებული. გამოსარიცხი დაავადებების რიცხვი საკმაოდ დიდია. სკოლამდელი და ადრეული სკოლის ასაკის ბავშვთა დაახლოებით 10 პროცენტში აღინიშნება ხველა, რომელიც არაა დაკავშირებული არც გაციებასთან და არც სუნთქვის გაძნელებასთან. ხველა სუნთქვის გაძნელების გარეშე ხშირად ასოცირდება გარემო ფაქტორებთან, კერძოდ, სინესტესა და გარემოს დაბინძურებასთან, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მშობლის მიერ სიგარეტის მოწევა მწვავე ხველის ქრონიკულში ზრდის ერთ-ერთი კარდინალური მიზეზია. ქრონიკული ხველა აღენიშნება 11 წლამდე ასაკის იმ ბავშვთა 50 პროცენტს, რომელთა ორივე მშობელი ეწევა სიგარეტს. ჯანმრთელ ბავშვს, დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება, აღენიშნოს ხველის დაახლოებით 10 ეპიზოდი, ძირითადად დღის განმავლობაში. ეს რიცხვი გაიზრდება რესპირაციული ინფექციის ფონზე, რომელიც ჯანმრთელ ბავშვებში შეიძლება, აღინიშნოს წელიწადში 5-8-ჯერ 7-9 დღის ხანგრძლივობით. ადრეული ასაკის ბავშვებს შესაძლოა, აღენიშნოთ უფრო ხშირად ინფექციები და შესაბამისად, გახშირდეს ხველაც. ბავშვებში ხველა არ არის ასთმისა და ატოპიის განვითარების მხრივ უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მათში, ვისაც არ აქვს ხველა და ანალოგიური მგრძნობელობა გააჩნია სასუნთქი გზებისა.
– რა არის ხველის ხშირი მიზეზი და რაზეა დამოკიდებული მისი ინტენსივობა?
– ხველის ძირითადი მიზეზი ასაკის მიხედვით 0-დან 18-თვემდე თანდაყოლილი პათოლოგია, ასთმური ხველა და არტერიის თანდაყოლილი ანომალიაა. 6 წლამდე ასაკში ამას ემატება სინუსიტის, 18 წლამდელში – კი ფსიქოგენური ხველა. ხველის სიხშირე დამოკიდებულია სიგარეტის მოწევაზე. მწეველობის აღმოჩენა პაციენტში და მოწევის სიხშირე საჭიროებს ნახველის დეტალურ ანალიზს. ქრონიკული ხველა, შეიძლება ითქვას, არის ეგრეთ წოდებული „დოზადამოკიდებული“ სიგარეტის მოწევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქრონიკული ბრონქიტის ფონზე განვითარებული ნახველი შესაძლებელია, იყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის ნახველის პროდუქცია ეჭვს ბადებს ბრონქოექტაზიის არსებობაზე. ბრონქოექტაზიის დროს ნახველი ძირითადად ჩირქოვანია და მისი გამოყოფა დაკავშირებულია პოზის ცვლილებასთან.  ქრონიკული ხველის გამომწვევი ფაქტორის გამოვლენა სწორი მკურნალობის საწინდარია. ასთმის ან რინოსინუსიტის მქონე პაციენტთა მხოლოდ ნახევარი მიმართავს სპეციალისტს. მიუხედავად იმისა, რომ ხველა შეიძლება, იყოს ამ პათოლოგიათა ერთადერთი კლინიკური ნიშანი, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ექიმს დაწვრილებით შეკრიბოს ანამნეზი.
– რას ითვალისწინებს მკურნალობა?
– ხველის მართვის თანამედროვე სტრატეგია განიცდის ეგრეთ წოდებულ ფასი-ეფექტურობის ანალიზს. ამ დრომდე არსებული მიდგომა საკითხისადმი – „გამოიკვლიე ყველაფერი, შემდეგ უმკურნალე“, – ძალიან ძვირი გამოდგა. თუმცა, ხასიათდებოდა მკურნალობის უმცირესი პერიოდით. არსებობს საპირისპირო მიდგომაც – მკურნალობა ეტაპობრივად, დაწყებული რინიტით, უფრო იაფია, მაგრამ მკურნალობის პერიოდია ხანგრძლივი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა კვლევის ფასისა და მკურნალობის ხანგრძლივობის ოპტიმალური ბალანსირება. ქრონიკული ხველის მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს. ხველის რამდენიმე ახალი მექანიზმის იდენტიფიცირებამ შესაძლოა, უზრუნველყოს ისეთი მედიკამენტების განსაზღვრა, რომლებიც შეამცირებს გახანგრძლივებული ხველის გამომწვევი მგრძნობიარე ბოჭკოების მომატებულ მგრძნობელობას. ბევრი პოტენციური მედიკამენტი ეფექტურია ცხოველებში გამოწვეული ხველის აღსაკვეთად და უკვე ტესტირებულია ადამიანებში.ა აგრ
– რას ურჩევდით აღნიშნული პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს?

– ექიმთა შეხედულებებმა ქრონიკული ხველის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რადიკალური ცვლილებები განიცადა. გამოცდილება აჩვენებს, რომ ქრონიკული ხველის უდიდესი ნაწილი მკურნალობას ემორჩილება. ხველის სიხშირის შემცირება ჩატარებული მკურნალობის ფონზე ადასტურებს დაავადების პლასტიკურობას. ხველის მაკონტროლებელი ფაქტორების გაგება ძირითადი საკითხია და განსაზღვრავს მკურნალობის ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის აღმოჩენისთანავე მიმართოთ სპეციალისტს, რადგან სწორედ უყურადღებობა იწვევს პრობლემის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას. ხველა სასუნთქი გზების სასიცოცხლო მნიშვნელობის დამცავი რეფლექსია. შესაბამისად, მკურნალობის ძირითადი მიზანია ხველის ნორმალური რეფლექსის აღდგენა.

**********წნევიაბმა ადამიანმა ხშირად უნდა ჭამოს  რძის პროდუქტები და მარცვლოვნები*************

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხიმის დაგროვებას მუცლის ირგვლივ. სხეულის მასის შემცირება კი

ასევე ამცირებს არტერიული წნევის მატებას, აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას. ძირითადი

მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება მოხმარებული ცხიმისა და მარილის რაოდენობას. ცხოველური ცხიმები,

რომლებიც ორგანიზმში ხვდება საკვების სახით, შეიძლება გახდეს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით

დაგროვების მიზეზი. ქოლესტერინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური

ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, მისი გადაჭარბებული რაოდენობის დროს იზრდება ათეროსკლეროზის და

გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკიც. სასურველია, ადამიანმა საკვებ რაციონში შეზღუდოს

ცხიმები, ხორცის პროდუქტები, შემწვარი საჭმელი და უპირატესობა მიანიჭოს რძისა და მცენარეულ

პროდუქტებს, რადგან ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ ცხიმებს. ასევე, აუცილებელია მარილის

შეზღუდვაც, რადგან ის იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას. მარილის სადღეღამისო ნორმა ასეთ

შემთხვევაში უნდა იყოს დაახლოებით 5 გრამი. უნდა დაიცვათ წონასწორობა საკვებით მიღებულ და

დახარჯულ ენერგიას შორის, რადგან, თუ მიღებული ენერგიის რაოდენობა ჭარბობს მის დანახარჯს, მაშინ

ენერგიის ეს სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების სახით გროვდება, ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კი

აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დანახარჯების რეალურ დონეს.

თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი

, თხილი, მარცვლოვანი კულტურები; უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან და მიკროელემენტებით, მაგალითად

, კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარ საკვებს, რადგან მათ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აქვთ.

ეცადეთ, საკვები დაძინებამდე 5 საათით ადრე მიიღოთ, რათა ორგანიზმი ღამით დაასვენო ზომიერი

ფიზიკური აქტივობა ათეროსკლეროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, გულის იშემიურ დავადებას ეფექტურად

ებრძვის. იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, სისტემატურად ვარჯიშობენ,

აღენიშნებათ სისხლის ლიპიდური სპექტრი, უმცირდებათ თრომბის წარმოქმნის საშიშროება, უვითარდებათ

დამატებითი, წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ გულის კუნთს. ასეთი ადამიანის ორგანიზმი

ადვილად თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისა და წიდებისგან. ასევე, საჭიროა რეგულარული ვარჯიში,

კვირაში 3-ჯერ მაინც; სულ მცირე, 1 საათის განმავლობაში, კარგია ფეხით სიარული, ცურვა და ასე შემდეგ.

ფიზიკური აქტივობა უნდა გახდეს ადამიანის ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, უნდა

მოერიდოთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს, ისწავლოთ მოვლენებისადმი სწორი მიდგომა და

უარყოფითი ემოციების განეიტრალება. მოერიდეთ გადაღლას, მოახდინეთ გონებრივი და ფიზიკური

დატვირთვის მონაცვლეობა. თუ ხშირად გაწუხებთ მაღალი წნევა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი

რეკომენდაციებისა, უნდა შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს წევა. ასევე, არ უნდა შეცვალოთ

ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსი თვითნებურად

. *******სვით მაყვლის ფოთლის ჩაი********

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის

ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო

, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, სიროფს, მურაბას,

კომპოტს, ჯემს, მარმელადს და ასე შემდეგ. მაყვლის ფოთლებისგან

მზადდება სასარგებლო და არომატული ჩაი. ახალი ფოთლები

დაკრიფეთ, მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში. როცა ფოთლები დაჭკნება

და გაშავდება, გააშრეთ ჰაერზე. მისგან მომზადებული ჩაი ხალხურ

მედიცინაში ორგანიზმის გამაძლიერებელ და დამამშვიდებელ

საშუალებად ითვლება, კლასიკური ნევროზის დროს. ის, ასევე,

ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა. ხალხურ მედიცინაში მაყვლის

ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე, პირის ღრუს ლორწოვანი

გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის შემთხვევაში კი გამოსავლებად. ნაყენი ასე მზადდება: 2  სადილის

კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი, ანუ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ

ოთხი საათის განმავლობაში და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

        – – – – – – – – – – – – – – – — – — – – – – — — — — — — – — — – – – -

- – – —  –     ************სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ************

8 ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობის, სიმხნევისა და ხალისიანი

გუნება-განწყობისატვი

შესანარჩუნებლად, აუცილებელია სწორად იკვებოთ. ყოველთვის

მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილს და

ბოსტნეულს, იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ, რადგან ერთი დღის განმავლობაში მაცივაში

დებისგან ისინი სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავენ. სადილი და ვახშამი

სალათებით დაიწყეთ, ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. ზაფხულში ადამიანი იოლად შეძლებს უარი თქვას

პურზე, ძროხის ან ღორის ხორცზე და მათ გარეშე გაძლოს. ეს მის ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება. ნუ

მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები

სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს. იდეალური საუზმეა ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით

ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან ადამიანი,

რომელიც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე. ეს კი ორგანიზმისთვის არ ვარგა.

რაციონალური ვახშამი გამოგივათ, თუ დაძინებამდე ორი ან სამი საათით ადრე ბოსტნეულს, თევზსა და

ორცხობილას მიირთმევთ. ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ. საუზმეზე,

სადილობასა თუ ვახშამზე სუპების ჭამაც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ

კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან სუპის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდი ხნით აღარ

შეგაწუხებთ. კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით, თან უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი

დააყოლეთ, ლანჩზე, შეგიძლიათ უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ, ზედ ერთი ჭიქა კეფირიც

მიაყოლოთ. სადილად შეგიძლიათ, ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული

კოტლეტი მიირთვათ; ვახშმის დროს კი ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.