როგორც ზამბახი ნაზი მაისის…

მე მენატრება შენთან დაისი …

ჭეშმარიტება May 29, 2011

Filed under: შემოქმედება — gogonapoem @ 11:35 pm
Tags:

უფლის მოწყალება ყველას გვჭირდება
როგორც სამოთხისთვის რწმენის სიმტკიცე,
მტკიცე სიყვარული მტკიცე ერთგულება
და სატანჯველის მადლით მოთმინება
უფალს ვევედრებით,
უფალო გევედრებით,
შეგვინდე ჩვენი ურცხვი ზრახვები
ღირსი გაგვხადე შენი საუფლოს
ამით დაგვითმინე ჩვენ განსაცდელი.

 

უსასრულო.»…

უსასრულო სამყაროში,

მე ვარ მარტო……

ვიკარგები ვეღარ გხედავ,

ნეტავ რატომ??…….

უსასრულო სივრცეს ვებრძვი

შენთან მინდა,

მენატრები ამის თქმა,

ნეტავ ღირდა??….

მავიწყდება შენი სახე

ვიტანჯები….

მინდა, ერთხელ დაგინახო

მენატრები

მაპატიე ვერ გითხარი ის რაც მინდა,

დავიღალე ოცნებებით

ნუთუ ღირდა????..

რადგან მუდამ ჩემი ფიქრი

შენთან მოვა

გიპოვის და გულმოკლული უკან მოვა

ამიტომაც უსასრულოდ იკარგები

უსასრულო სივრციდან ისევ ქრები

არ დამტოვო შენი ძებნით დავიღალე

გიპოვე და ისევ,ისე დამეკარგე……….

 

ნიკო გომელაური

Filed under: შემოქმედება — gogonapoem @ 8:04 am

გისმენ და მტკივა
შენი სიკვდილი.
შენს ხმაზე მინდა
ახლა ტირილი.

მოხდა, წახვედინიკო გომელაური
ასე უსიტყვოდ.
ტოვებ პოეტებს
აწი უნიჭოდ.

მე ვთვლი, რომ შენ ხარ
დიდი გენია.
ლექსის და როლის
აკადემია.

მე ვთვლი, რომ შენთვის
ცრემლი ფუჭია.
შენთვის სიცოცხლე
ხომ ნაჭუჭია.

წახვედი, დაგვრჩა
შენი სახელი.
ჩვენ გაგვინათებს
შენი სანთელი.

მინდა თაობებს
ვუთხრა ხმამაღლა.
მინდა ვიყვირო
თითქოს ამაღამ.

თქვენთვის ცხოვრობდა
და თქვენთვის იყო,
დიდი პოეტი,
ამაყი ნიკო.

რომ გიყურებდი გრიბოედოვში,
ამაყი ვიყავ, ცრემლი მდიოდა.
გომელაური დიდი სცენიდან,
სიცოცხლეს გრძნობდა, როცა ტიროდა.

შენ დაგვიტოვე დიდი სახელი,
შენს ნაკვალევზე წლები ივლიან,.
უკვე გვითხარი შენი სათქმელი,
და შენს სიტყვებზე ბევრნი ტირიან.

შენი ლექსები
მე დამრჩა მუზად.
და ნუ ჩამითვლი
ამ სიტყვებს ,,გრუზად”.

უბრალოდ მტკივა
შენი სიკვდილი,
რომ მაგონდება
ჩუმი ღიმილი.

შენი ხმის ტემბრი,
ასეთი უცხო.
მსურს დარდი ჩემი
ყველას ვაუწყო.

შენ პოეზიის
ჩაუმქრალ კანდელს,
მუდამ დაგინთებ
მე თითო სანთელს.

ჩემში დარჩება
შენი გენია.
ლექსის და როლის
აკადემია.